Posts

მეცხრე დღე                          ვისწავლეთ ბლოგებში მუშაობა, მოვისმინეთ ერთმანეთის  პრეზენტაცია და შევაფასეთ ერთმანეთი.                         ცხრა დღიანმა ურთიერთობამ  და ინტელის კურსმა ძალიან ბევრი რამ შემძინა. გავეცანი ინტელის სახელმძღვანელოს, ვნახეთ სასწავლო გეგმის შაბლონი, ვისწავლეთ და შევქმენით ბლოგი. მოვახდინეთ პროექტის იდეების გენერირება. შევქმენით ბუკლეტი პროექტზე დაფუძნებულ სწავლაზე. შევქმენით პროექტის დამხმარე პუბლიკაცია ელექტრონულ ფორმატში. გავაკეთეთ პროექტის გეგმა, ვისწავლეთ ბმულის დამატება, ფონის შეცვლა. საინტერესოა  ღრუბლები, სადაც ბევრ ინფორმაციის შენახვას შევძლებთ.                           დიდ მადლობას გადავუხდი ტრენერს ხათუნა ციხელაშვილს, მასზედ რომ საინტერესო, ხალისიანი და მნიშვნელოვანს ხდიდა თითოეულ დღეს. არის მეტად კომუნიკაბელური და შეუძლია თანამშრომლობა თითოეულ პიროვნებასთან.
მერვე დღე წინა მასალის გამეორება.  გავეცანით ახალი დღის მიზნებს. დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმაში მუშაობა. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვები, ამ კითხვებიდან გამომდინარე გავაკეთეთ საკუთარი დასკვნები.
 მეშვიდე დღე შევქმენით ბუკლეტები. გადავიტანეთ სასწავლო პროექტის დამხმარე საქაღალდეში. ვისაუბრეთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე, ონლაინ ინსტუმენტებზე და მათ გამოყენებაზე სასწავლო პროცესში. მივიღეთ საშინაო დავალება.
მეექვსე დღე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. გავეცანით დღევანდელი დღის მიზნებს. დღეს მოვახდინეთ ჩემი მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების პრეზენტაცია მივიღეთ უკუკავშირი კოლეგებისგან და ტრენერისგან. დავწერეთ ჩენი პროექტის სასწავლო პროცედურები.
                                                                 მეხუთე დღე        წინა მასალის გამეორება. გავეცანით ახალი დღის მიზნები. დავწერეთ პრეზენტაციის ჩეკლიტში შინაარსობრივი კრიტერიუმები. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ჩვენი პროექტის თემატიკიდან გამომდინარე. ავტვირთე Google-ღრუბლებში, ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.
                                            ტრენინგის  მეოთხე  დღე : გავეცანით  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  კითხვებს ,  თუ  როგორი  შეიძლება  იყოს  ისინი: ზოგადი,  თემატური  და  შინაარსობლივი.  გავუზიარეთ  ერთმანეთს  ეს  კითხვები  და   გავაკეთეთ  შენიშვნები.  შევადგინეთ  ჩვენი  პროექტისთვის  საკვანძო  კითხვები. გავეცანით  Google  drive- ს  და  გადავიტანეთ  ჩვენი  პროექტი  ღრუბელში.მოვაწესრიგეთ   Google  drive.
                                                                                                                                    მესამე დღე 1. წინარე მასალის გამეორება. 2.  გავეცანით მოცემული მასალის მიზნებს. 3. დავასრულეთ სტანდარტებისა და ინდიკატორების შეტანა, ინდიკატორისა და სქემიდან გამომდინარე დავწერეთ მიზნები. 4.  ვისაუბრეთ მიმართულებით საკვანძო კითხვებზე. ჩვენი პროექტის მიმართებიდან გამომდინარე დავწერეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. 5. გავიზიარეთ გეგმა ტრენერს.