მეცხრე დღე
ვისწავლეთ ბლოგებში მუშაობა, მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაცია და შევაფასეთ ერთმანეთი.
ცხრა დღიანმა ურთიერთობამ და ინტელის კურსმა ძალიან ბევრი რამ შემძინა. გავეცანი ინტელის სახელმძღვანელოს, ვნახეთ სასწავლო გეგმის შაბლონი, ვისწავლეთ და შევქმენით ბლოგი. მოვახდინეთ პროექტის იდეების გენერირება. შევქმენით ბუკლეტი პროექტზე დაფუძნებულ სწავლაზე. შევქმენით პროექტის დამხმარე პუბლიკაცია ელექტრონულ ფორმატში. გავაკეთეთ პროექტის გეგმა, ვისწავლეთ ბმულის დამატება, ფონის შეცვლა. საინტერესოა ღრუბლები, სადაც ბევრ ინფორმაციის შენახვას შევძლებთ.
დიდ მადლობას გადავუხდი ტრენერს ხათუნა ციხელაშვილს, მასზედ რომ საინტერესო, ხალისიანი და მნიშვნელოვანს ხდიდა თითოეულ დღეს. არის მეტად კომუნიკაბელური და შეუძლია თანამშრომლობა თითოეულ პიროვნებასთან.
Comments
Post a Comment